ანონსები
23 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართება 2 დღიანი კონფერენცია ქართულ-გერმანული დიალოგის შესახებ.
შეხვედრა მატერიალური და საპროცესო სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი გერმანული უნივერსიტეტებიდან მოწვეული ექსპერტები (პროფ. ვასმერი, პროფ. ზატცგერი, პროფ. ნოლტენიუსი და სხვ.)
აგრეთვე, საკუთარი მოხსენებით ქართველი ექსპერტებიც წარსდგებიან.
ღონისძიების პარტნიორია კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის ინსტიტუტი.
თარიღი: 23.03.2018- 24.03.2018
დრო: 23 მარტი - 12:00 სთ , 24 მარტი - 10:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი 519, კოსტავას 77ა